
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაახალწლო დღეები სავსეა ზღაპრული თავგადასავლებით.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში კიდევ ერთი წინასაახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართა.
Iა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები და საახალწლო ლექსები წარუდგინეს მაყურებელს და ჯადოსნური განწყობა აჩუქეს.
გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.
ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა - მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისთვის, ასევე, მშობლებს მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.
იხილეთ ფოტოები: