
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში წინასაახლწლო დღეებიც ნამდვილი დღესასწაულია.
ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. ბავშვები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და სასკოლო საზოგადოებას ზღაპრული ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა აჩუქეს.
აღსანიშნავია ბავშვების, პედაგოგების და მშობლების შეთანხმებული და შეხმატკბილებული აქტივობები, რომლის სულის ჩამდგმელი ახალგაზრდა პედაგოგი ლანა კილაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: