ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა თეატრალური ფესტივალი მოაწყვეს
24-12-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. სკოლა ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მოირთო, რამაც სასკოლო საზოგადოების განწყობა აამაღლა.

განსაკუთრებით ამაღელვებელი და შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება იყო, რომელიც სკოლაში გაიმართა. მე-6 კლასის მოსწავლეებმა თეატრალური ფესტივალი „მე ქალაქიდან შენ ქალაქისკენ“ დადგეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ბავშვების შესაძლებლობებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

მათ დაარიგეს მოსაწვევები, აფიშები, რომლებიც თავად შექმნეს.

თეატრალური ფესტივალის დამდგმელი რეჟისორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ვიდეო1 ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203