„შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები, ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ“ - შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება ქუთაისის N38 სკოლაში
24-12-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი კრიტიკული თუ ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითობის განვითარებას ემსახურება.  

ახლახან, სკოლის VII კლასში ჩატარდა ლიტერატურული ღონისძიება, სახელწოდებით - „შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები, ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ“.

ღონისძიება ჩატარდა მე-7 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით, რომლის იდეაც უკავშირდება ჰაიმ ჯ.ჯინოტის ნაწარმოებს - „მშობელსა და შვილს შორის“.

სწორედ აღნიშნული წიგნის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა ქართული ენის პედაგოგ ნინო ფანჩულიძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ჩატარების იდეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203