
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მეგობრული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
აღსანიშნავია, რომ იქ მოსწავლეები ერთმანეთზე ზრუნავენ და ცოდნას აზიარებენ. ახლახან, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პირველი კლასის მოსწავლეები ნაძვის ხესთან დაპატიჟეს.
უფროსებმა პატარებს ზღაპრები წაუკითხეს, ისაუბრეს სიკეთისა და სიყვარულის მნიშვნელობაზე, ბოლოს კი, პირველკლასელებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
აქტივობის ორგანიზატორი ლიკა დევნოზაშვილი გახლდათ.
„აქ სიყვარულია! ერთმანეთზე ზრუნვას მოაქვს კეთილდღეობა, ერთად კითხვას კი - განათლება. ვკითხულობთ ერთად და ვიქმნით საახალწლო განწყობას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო