
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, მოსწავლეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდული საბჭოს წევრები სკოლის მოსწავლეებს გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრნენ, სამომავლო გეგმები გააცნეს და მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინეს.
შეხვედრის მონაწილეები მომავალ, 2025 წელს აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
იხილეთ ფოტოები: