ჭალის საჯარო სკოლისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვების წინასაახალწლო საზეიმო ონლაინ გაკვეთილი
23-12-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ტრადიციულად, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებისა და ქართული დიასპორის, დისტანციური სკოლის მოსწავლეების (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვები) მონაწილეობით, დისტანციური გაკვეთილი ჩატარდა. მისი მიზანი საახალწლო ტრადიციების გაცნობა გახლდათ. 

გაკვეთილი ინტერაქტიული ხასიათის იყო. მოსწავლეებმა თანატოლების მიმართ სიყვარული და მონატრება გამოხატეს, ერთმანეთს გაუზიარეს საახალწლო ემოციები და იმ ქვეყნის წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით შეასრულეს ელექტრონული სავარჯიშოები, ერთმანეთისთვის ხელნაკეთი ნივთები - საახალწლო აქსესუარები დაამზადეს, დახატეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დამდეგი შობა-ახალი წელი ერთმანეთს ასე მხიარულად მიულოცეს.

გაკვეთილს ფილოლოგი, ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მასწავლებელი - ირმა კრაველიძე უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203