ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლაში სპეციალური მასწავლებლის - სარა ბაგდასარიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ერთიანობა სიძლიერის საიდუმლოა“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ის შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო.
მასში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს ტერმინები სწორად გამოეყენებინათ. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა თანასწორობაზე, უფლებების დაცვასა და ტოლერანტობაზე.
იხილეთ ფოტოები: