„დროშამანია“- დამალის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა
23-12-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, ესთეტიკური აღზრდის კათედრის ორგანიზებით, სპორტში შიდასასკოლო ჩემპიონატი - „დროშამანია“ ჩატარდა. მასში VII, VIII, IX,  X, XI და XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საკმაოდ მაღალი ინტელექტი და გეოგრაფიული ცოდნა გამოავლინეს. ჩემპიონატის შედეგად, I ადგილი - XI კლასმა, II ადგილი - VIII კლასმა, ხოლო III ადგილი - X კლასმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ, ბავშვებო, სამომავლოდ“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...