
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესს მეტად სახალისოსა და საინტერესოს ხდიან.
მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობას ახორიციელებენ.
ამჯერად, მეოთხეკლასელებმა კომპლექსური ბუნების მქონე დავალებაზე იმუშავეს. მისი თემა გახლდათ - გააგრძელე მოთხრობა და გააფორმე ილუსტრაციით.
მოსწავლეებმა ტექსტი - „კუსუნას ციხესიმაგრე“ შეისწავლეს, ილუსტრაციები მონდომებით შექმნეს და მოთხრობა საინტერესოდ გააგრძელეს.
იხილეთ ფოტოები: