განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაძლოა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდეს
მთავრობის რეორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება. მათ შორისაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც შესაძლოა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 14 სამინისტროს 11 სამინისტრომდე შემცირება იგეგმება.
წყარო:
1tv.ge