„შეამოწმე შენი ცოდნა“ - საბუეს საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა გაიმართა 
20-12-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა სემესტრის მიწურულს საგნობრივი ცოდნა საინტერესო აქტივობით შეაჯამეს. 

16 დეკემბერს, საბუის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ჩატარდა ვიქტორინა ხელოვნებასა და მუსიკაში, სახელწოდებით - „შეამოწმე შენი ცოდნა“.  ვიქტორინა მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა მაია ახალკაციშვილმა და ნანა ზაალიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათი საჭირო უნარებით აღჭურვაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203