
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და ორიენტირებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და მრავალმხრივ განვითარებაზე.
სემესტრის მიწურულს გაკვეთილებს ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს.
ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-7 კლასში, ფიზიკაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - ნივთიერების აგებულება „მძიმე“ და „მსუბუქი“ ნივთიერებები. სასწავლო პროცესს პედაგოგი ნონა წურწუმია ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის მიზანი იყო:
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში. გაკვეთილი ჩატარდა „სწავლა კეთებით“ მეთოდით და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
გაკვეთილს სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: