გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
20-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

იქ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს. პატარები თემატურად, საზეიმოდ გამოეწყვნენ, სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ ახალი წლის შესახებაც ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

„მადლობა ყველა - დამრიგებელს, მასწავლებელს გაწეული შრომისათვის! მადლობა ყოჩაღ და ჭკვიან მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203