
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა მოთხრობა „ქარბუქუნა“ „გააცოცხლეს“ და თანამედროვე რეალობაში გადმოიტანეს. მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს, მოამზადეს ვიდეორგოლი, რომელშიც წარმოადგინეს, თუ როგორ გამოაცხადებდნენ ტელევიზიები ქარბუქუნას ამბავს.
მესამეკლასელთათვის ეს აქტივობა საინტერესო და ძალზედ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: