
15 დეკემბერს, ქართული პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ეს გამორჩეული თარიღი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
V-IX კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ევა მარჯანიძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ანა კალანდაძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „შენს პოეზიას დავიწყება არ უწერია“.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსები და შეასრულეს მის ტექსტებზე დაწერილი სიმღერები, რომელსაც აკომპანიმეტს უწევდა მუსიკის მასწავლებელი მარინა სიხუაშვილი.
სპეცილურად ღონისძიებისთვის IX კლასელებმა შექმნეს კედლის გაზეთი სახვითი და გამოყენებითი მასწავლებლის - მაია თხინვალელის დახმარებით.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება გააცნეს დამსწრე სასკოლო საზოგადოებას და კიდევ ერთი სასიამოვნო დღე აჩუქეს მათ.
იხილეთ ფოტოები: