
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის - ნინო სოლომონიძის დახმარებით საკლასო ოთახი საახალწლოდ მორთეს. მათ ლამაზი დეკორაციები დაამზადეს, ფერადი ფურცლებისგან ფიფქები, ნაძვის ხე გამოჭრეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
სასკოლო და საკლასო გარემო დადებითი ემოციებით დაიმუხტა.
ეს დღე საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: