
თბილისის N166 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტის „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“, რომლის ფარგლებშიც საინტერესო აქტივობა განახორციელა ქართული ენისა და ლიტერურის მასწავლებელმა - ლია ჩაჩუამ მე-2ბ და მე-2გ კლასში.
მოსწავლეებმა წაიკითხეს კლასგარეშე ლიტერატურა და წერილი მისწერეს თანატოლებს, სადაც უზიარებდნენ თავიანთ ემოციებს წიგნის წაკითხვის შემდეგ.
პატარები თანატოლს არწმუნებდნენ, უსაბუთებდნენ, რატომ უნდა წაეკითხათ ეს თუ ის წიგნი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული, შემოქმედებითი, არგუმენტირებული მსჯელობისა და დასაბუთების, კომუნიკაციის უნარები. ასევე მოხდა მედიაწიგნიერების მთავარი მისიის: უწყვეტი განათლების ხელშეწყობა.
იხილეთ ფოტოები: