კოჭბაანის საჯარო სკოლას ხელოვანი სტუმრები ეწვივნენ
18-06-2018
კოჭბაანის საჯარო სკოლას ხელოვანი სტუმრები ეწვივნენ.
კერძოდ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი და პროფესორი გულნაზი გვალია; პუბლიცისტური წერილების, ჩანახატების და პატრიოტული ლექსების ავტორი ნათელა გოხელაშვილი და პოეტები-ჯუბა ღებელი და გელა ჭინჭარაული.
შეხვედრას სკოლის პედაგოგი ლეილა არჩემაშვილი უძღვებოდა. მოსწავლეებმა სტუმრებს კითხვები დაუსვეს და მათი ბავშვობის, სტუდენტობის და შემოქმედების შესახებ ასაუბრეს.
ბავშვები ცნობილ ადამიანებთან შეხვედრით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მათი შემოქმედებიდან ლექსებს და ჩანახატებს კითხულობდნენ.