
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კამპანიის - „ეს ქვეყანა შენია“ ახალგაზრდული კონკურსის 2024 წლის ქვემო ქართლის რეგიონის გამარჯვებული სწორედ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა გახდა.
მიღწეული წარმატებისთვის კი, შემდეგი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ:
მათი კურატორ-მასწავლებელი ირინა მიქავა გახლავთ.
„უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. სასკოლო საზოგადოება ამაყობს თქვენით. ეს ქვეყანა თქვენია, საქართველოს მომავალი თქვენია, თქვენ ხართ ჩემპიონები“,- ამბობენ სკოლაში.
კონკურსი ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: