
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სახალისოა. ამას მოწმობს ის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით მიმდინარეობს.
5 დეკემბერს, საბუის საჯარო სკოლის V- VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, მათემატიკური აზროვნების განვითარების მიზნით, ჩატარდა მათემატიკური აქტივობა - „უცნაური კამათელი“.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა იმუშავეს, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად, იაქტიურეს, შესაძლებლობები წამოაჩინეს და ერთმანეთს საგნობრივ ცოდნასა და ინტელექტში შეეჯიბრნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან - ა. კოკოშაშვილი და მ. ჭინჭარაშვილი.
იხილეთ ფოტოები: