
თბილისის N28 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და საფუძვლიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებსა და სასწავლო მოტივაციაზე აისახება. შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორისაა სკოლის კურსდამთავრებული ეთუნა მარტიაშვილი, რომელსაც მიენიჭა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი ოქროს მედალი და ოქროსმედალოსნის სერტიფიკატი.
წარმატებულ ახალგაზრდას მედალი დირექციამ საზეიმოდ გადასცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ხარებთ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ეთუნას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: