ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო წარმოდგენა 
20-12-2024

ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ. 

მათ შორის, ერთ-ერთი დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია გურეშიძე გახლავთ. მან ამ სკოლაში მუშაობა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და თვეების განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელა. 

ამჯერად, მან და მისმა პატარებმა შესანიშნავი საახალწლო ინსცენირება გამართეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს, ნომრები შეასრულეს და დრო შინაარსიანად გაატარეს. 

პედაგოგ ნათია გურეშიძეზე ინფორმაცია, თავდაპირველად, სკოლის დირექტორმა - ვერა ბენიძემ გაგვაცნო. ის, ჯერ კიდევ სექტემბერში, შემდეგ სიტყვებს წერდა:

„ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეცნო. ჩვენი გუნდის, ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის ახალი წევრი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია გურეშიძე. მოკრძალებით შემოაღო სკოლის კარი, თუმცა მის ყოველ სიტყვაში ისეთი განათლება და თავდაჯერება იგრძნობოდა ძნელი იყო არ ნდობოდი მას.

ჰოდა, ვენდე! 

ვენდე და ბედნიერი ვარ, რომ ინტუიციამ არც ამჯერად მიღალატა! განათლებული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და მიზანსწრაფულია ჩვენი ნათია მასწავლებელი, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარი ბავშვების უპირობო სიყვარულია! აი, ასეთი სიყვარული შეუძლია ნათია მასწავლებელს!

სწორედ ამიტომ გახდა იგი ჩვენი გუნდის წევრი და ზუსტად ვიცი, ბევრჯერ მექნება მისით სიამაყის მიზეზი!“, - წერდა სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე.

ახლა კი, აღნიშნავენ, რომ მან ნდობა კიდევ ერთხელ გაამართლა. 

„ნათია გურეშიძემ კიდევ ერთხელ გაამართლა ნდობა. მან და მისმა პატარებმა შესანიშნავი საახალწლო ინსცენირება წარმოადგინეს! ნათია სკოლის გუნდის ძვირფასი შენაძენია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203