
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
აღსანიშნავია, რომ დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდების დადებით განწყობაზე ზრუნავენ. ამჯერად, სკოლაში საახალწლო ნაძვის ხე დიდი ზეიმით აინთო. შემდეგ კი, მე-6ა კლასის მოსწავლეებმა წარმოდგენა გამართეს, რითაც სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს, რომ ქვეყნად სიყვარულის და მეგობრობის გარეშე ფასი არაფერს აქვს.
მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ყველას, მათ შორის, სკოლის დირექტორის - ვერა ბენიძის მოწონება დაიმსახურეს.
„ვიცი, მჯერა, ასე გვიცხოვრია და ამიტომ, კიდევ ერთხელ და ხმამაღლა გეუბნებით: მე თქვენ მიყვარხართ, მეგობრებო!“, - წერს სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე.