
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ბავშვების ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებაც სახეზეა.
ზერტის საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეთა გუნდმა - „გენიოსები“ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ ყველა ტური წარმატებით გაიარა და ფინალში, რეგიონული მასშტაბით, პირველი ადგილიც მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მოსწავლეებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს - მარიამ მირაზანაშვილს, გიორგი ტერუნაშვილს, საბა აკოფაშვილს, მარიამ ბესიაშვილს, ბარბარე ბესიაშვილს მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: