სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის სამაგალითოდ შესრულებული კომპლექსური დავალება და ინგლისურ ენაზე შექმნილი პოსტერი
20-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მოსწავლეები, კომპლექსური ბუნების დავალებებს ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ და შემოქმედებით პროდუქტს ქმნიან. 

ახლახან, მოსწავლე სარა წინწკალაძემ ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსური დავალება წარმოადგინა ევროპის ქვეყნებისა და დედაქალაქების შესახებ. მოსწავლემ დავალებას სამაგალითოდ გაართვა თავი და სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ინგლისურენოვანი პლაკატი შექმნა. 

აღსანიშნავია, რომ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხშირად ანებივრებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203