
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვანი და ორიგინალური აქტივობებით დატვირთულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ბიოლოგიაში, სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც სკოლის დირექტორი ქეთევან კომახიძე, მოადგილე და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
„გაკვეთილის თემა „გული“, მიზანი კი - სტრუქტურა და ფუნქცია, ჯანმრთელობა და დაავადება გახლდათ“, - გვეუბნებიან სკოლაში.
გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი ნაზი ყურშუბაძე ხელმძღვანელობდა, ბევრი საინტერესო აქტივობისგან შედგებოდა.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს განსახილველ საკითხებზე, მოლოდინებსა და გულის სტრუქტურაზე.
„რაც მთავარია, მასწავლებელმა ბავშვებს პრაქტიკული ნაწილი დაკვირვების გზით შესთავაზა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
სასკოლო საზოგადოება პედაგოგს და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
„ვულოცავთ ქალბატონ ნაზის კიდევ ერთ საინტერესო, შემოქმედებით გაკვეთილს და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო