განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მოგზაურობა „წყალქვეშა სამყაროში“
20-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელებთან და ხელოვნების მასწავლებელთან ერთად, ბათუმის ციფრულ სივრცეს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგანმანათლებლო პროგრამა „წყალქვეშა სამყარო“ განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. მოსწავლეები აღფრთოვანებულები დარჩნენ სანახაობით და შინ ბედნიერები დაბრუნდნენ.

სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ორგანიზატორებს საინტერესო დღისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203