
თიანეთის N2 და ზარიძეების საჯარო სკოლებში როგორ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, თიანეთის N2 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის მე-12 კლასელებმა და ამასთანავე ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
აღნიშნულ სკოლებს შორის გაფორმდა მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ამავე სკოლის დირექტორებმა - ნატალია ოთარაშვილმა და ზვიად გიანაშვილმა.
თამაში, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ინტელექტუალურ შერჯინებაში კი გამარჯვება მოიპოვა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „მთავარმა“.
ღონისძიებას სტუმრობდნენ განსაკუთრებული სტუმრები. სკოლაში მადლობას უხდიან მათ და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის და დროის გამონახვისთვის ილია წინამძღვრიშვილის თიანეთის ფილიალის კოლეჯის დირექტორს - თათია ბადურაშვილს, ასევე ამავე კოლეჯის ლექტორს - ინგა ჩიტაურს და თამაზ ჯანგირაშვილს ამასთანავე, ისტორიკოსს - მიშა მგელიაშვილს.
ასევე, ჩვენი სკოლის სახელით, მადლობას მოვახსენებთ ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში აქტიური ჩართულობისთვის და ინიციატივისთვის, რომ არა თქვენი დაინტერესება ეს დღე არ შედგებოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: