თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა ზღაპრული წინასაახალწლო-საშობაო ღონისძიება
20-12-2024

თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს დაუვიწყარი წინასაახალწლო დღეები აჩუქონ. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში I კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთი მოსულიშვილი) წინასაახალწლო-საშობაო ღონისძიება წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები და საახალწლო ლექსები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე.

ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს საინტერესო წარმოდგენისთვის, ასევე მშობლებს მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203