ბათუმის N26 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მათემატიკის თამაშადქცეული გაკვეთილი
19-12-2024

ბათუმის N26 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

პედაგოგები პატარების მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამის ნათელი მაგალითია 1-ელი კლასის მათემატიკის გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებს თამაშად ექცათ. პედაგოგმა - მზიური დევაძემ მოსწავლეები სახალისო აქტივობაში ჩართო და მათემატიკური ლაბირინთი შესთავაზა. 

მოსწავლეებმა პროგრამული მასალა დიდი შემართებით შეისწავლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203