ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
19-12-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილია გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე. 17 ნოემბერს „პოეტთა მეფის“ დაბადებიდან 133 წელი გავიდა. 

ამ დღეს ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევის შედეგები წარმოგვიდგინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიაბ, ამ გამორჩეული თარიღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს გაიხსენეს გალაკტიონის უკვდავი პოეზია, წაიკითხეს ლექსები და ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას. 

„გალაკტიონის ერთ-ერთი ინტერვიუ ჟურნალ „მნათობის“ ფურცლებზე ასე მთავრდება:

„-და საბოლოოდ, რა არის უკვდავება და უკვდავია თუ არა პოეზია?

-სიყვარული უკვდავებაა, სიკეთე უკვდავებაა. ეს ორი რამ ძალიან აკლიათ ადამიანებს და ამიტომაა ეს სამყარო ასეთი სასტიკი, რომლისგანაც ხანდახან გაქცევა გინდა. რაც შეეხება ჩემს პოეზიას, ამას შთამომავლობა გადაწყვეტს!“

და გადაწყვიტა... ახალ თაობას ისევ იტაცებს გალაკტიონის პოეზია, დიდი მონდომებით სწავლობენ მის ლექსებს, ამის დასტური იყო დღევანდელი პრეზენტაციაც, მადლობა, ჩვენს მოსწავლეებს ამ აქტივობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203