
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში ზღაპრული წინასაახალწლო განწყობა ტრიალებს.
სკოლაში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. განთავსდა საახალწლო დეკორაციები და მოირთო სკოლა.
„ბედნიერი წელი დაგვდგომოდეს მეგობრებო! სიკეთე, სიმშვიდე, ბედნიერება და ბევრი, ბევრი სიხარული მოეტანოს 2025 წელს! გილოცავთ! ვულოცავთ მთელ საქართველოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კეთილ სურვილებს მთელ საქართველოს უგზავნიან.
აღსანიშნავია, რომ ხონის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: