თბილისის N28 საჯარო სკოლაში საფრენბურთო ოთხთა ტურნირი გაიმართა 
19-12-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, თბილისის N28 საჯარო სკოლაში გაიმართა ოთხთა ტურნირი ფრენბურთში, რომელშიც 214-ე, 28-ე, 211-ე და 212-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ტურნირი საინტერესოდ კონკურენტულ გარემოში წარიმართა. წარმატებით იასპარეზეს თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 

პირველი ადგილი გოგონებში სწორედ 28-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და გოგონებს გამარჯვებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ ჩვენს გუნდს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეთა პედაგოგი გრიგოლ სოფრომაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203