
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და დადებით განწყობაზე მასწავლებლები ყოველდღიურად ზრუნავენ.
ახლა სკოლაში დიდი ჟრიამულია, რადგან საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. იქ ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, რითაც მოსწავლეებმა ძალიან გაიხარეს.
სადღესასწაულო განწყობამ სრულიად სასკოლო საზოგადოება მოიცვა.
„ქართული ჟრიამულით, ყველაზე მთავარმა ქართველებმა ძევრის სკოლაში მთავარი ნაძვის ხე აანთეს. ბედნიერი და ლაღი სასწავლო გარემო, ხარისხიან განათლებასთან ერთად, ძევრის სკოლის მთავარი პრიორიტეტია. მშვიდობა საქართველოს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო