„ყველანი ერთად ბულინგის წინააღმდეგ“ - ტოლერანტული კულტურის განვითარებისკენ მიმართული აქტივობა პირველი სვირის საჯარო სკოლაში
19-12-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. საგნობრივ დისციპლინებთან ერთად პედაგოგები ბავშვებს ასწავლიან ისეთ ღირებულებებს როგორიცაა - ტოლერანტობა, კაცთმოყვარეობა. 

18 დეკემბერის, eTwinning -ის პროექტის - „ტოლერანტი თაობა“ ფარგლებში, პირველი სვირის საჯარო სკოლაში განხორციელდა აქტივობა - „ყველანი ერთად ბულინგის წინააღმდეგ“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირებულობის ამაღლება, უსაფრთხო
საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და სასკოლო სივრცეში ტოლერანტული კულტურის
განვითარება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქალბატონმა ირინე კვანტრიშვილმა წარადგინა საინტერესო პრეზენტაცია, მან ისაუბრა საკითხის აქტუალობაზე, ბულინგის ტიპებზე, მიზეზებზე, რომლებიც უბიძგებენ ბავშვებს ბულინგისაკენ და მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე.

„ირინე კვანტრიშვილმა ისაუბრა სასკოლო აღზრდის მნიშვნელობაზე, პედაგოგთა მხარდაჭერაზე, სხვადასხვა სტრატეგიებსა და აქტივობებზე, რათა ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს ფასეულობები: არაძალადობრივი თანაარსებობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმღებლობა და ურთიერთპატივისცემა. ქალბატონმა ნანა ნებიერიძემ მოსწავლეებს აჩვენა ანიმაციური ფილმი ბულინგზე, შემდეგ კი ფილმის მიხედვით დისკუსია წარმართა ქალბატონმა მზექალა ღიბრაძემ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები. ისინი თამამად
გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, მსჯელობდნენ არგუმენტირებულად და რჩევებსაც
აძლევდნენ თანატოლებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ აქტივობა იყო სასარგებლო და მნიშვნელოვანი.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის ეცდებიან ჩაანაცვლონ ბულინგი მეგობრობით!“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203