წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდასასკოლო ღონისძიებები გაიმართა 
19-12-2024

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის სპორტული აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სპორტის პედაგოგმა - შოთა ოყუჯავამ შიდასასკოლო შეჯიბრი ჩაატარა.

შეჯიბრება სპორტის შემდეგ სახეობებში:  ფრენბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში და სირბილში გაიმართა.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს სპორტის მიმართ ინტერესს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203