ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ ინტელექტუალური თამაში გაიმართა
19-12-2024

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ახლახან, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაში - „რა?სად?როდის?“ გაიმართა. 

თამაშში V, VI, VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ზოგადი განათლების დონე გამოავლინეს. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება გაუწიეს X კლასის მოსწავლეებმა, პროექტ „სამოქალაქო განათლების“ ფარგლებში, პედაგოგ ნონა ბაბუაძის ხელმძღვანელობით.

„აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203