
ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით კი, მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, მე-8 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - სოფიკო აბესაძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „რა შეუძლიათ ლექსებს?“ გაიმართა.
მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ზოგადად, ლექსის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა პოეტის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და მათი ლექსებიც წაიკითხეს.
იხილეთ ფოტოები: