ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ღირსება ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე დაიცვეს 
19-12-2024

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და ოლიმპიადაში მონაწილეობენ. მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ და ქვეყანას თავიანთი მიღწევებით ასახელებენ.

ამჯერად, მათ საქართველოს სახელით, მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა IJSO-ში (International Junior Science Olympiad), რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 2-დან 12 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

ოლიმპიადის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მნიშვნელოვანი იყო კულტურულ-ესთეტიკური საღამო, რომელზეც სკოლის საამაყო მოსწავლეებმა ქართული ცეკვით წარადგინეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

კულტურული საღამო ემოციურად დასრულდა – ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ქვეყნის მოსწავლეთა ერთობლივი ცეკვა სცენაზე იყო ერთობის, მეგობრობისა და მრავალფეროვანი მსოფლიო ერთიანობის სიმბოლო. 

სკოლაში მოსწავლეეთა მიღწევებით ამაყობენ და  მოსწავლეებს საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას უსურვებენ. 

„მადლობა ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებმაც ქართული კულტურა გააცნეს მსოფლიოს!

სწორედ ამგვარი აქტივობებით ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს  და ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვან წევრად ქცევას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

IJSO (International Junior Science Olympiad) არის პრესტიჟული საბუნებისმეტყველო ოლიმპიადა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საპატიო შეჯიბრია. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 56-მა ქვეყანამ მთელი მსოფლიოდან. საქართველოს ღირსება ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართულ-ამერიკული სკოლის 6-მა ნიჭიერმა მოსწავლემ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო 1, ვიდეო 2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203