
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია საინტერესო მხატვრული ღონისძიება, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII, IX, X კლასის მოსწავლეები, რომელთაც „პოეტთა მეფის“ შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები და გაიხსენეს ნაკლებადცნობილი დეტალები გალაკტიონის ცხოვრებიდან.
„მისი პოეზია დღესაც ისევე ათბობს ადამიანების გულებს, როგორც მაშინ“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: