„კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“- კერძო სკოლა „ანაბასისში“ საინტერესო პროექტი განხორციელდა 
19-12-2024

კერძო სკოლა „ანაბასისში“, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული, საინტერესო და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად, მე-9ა და მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“ განახორციელეს. მისი ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - თამარ სვანიძე გახლდათ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ჯგუფებად გაერთიანდნენ და მიზანმიმართულად იმუშავეს. მათ ისეთი გამოჩენილი ქართველების შესახებ, როგორებიც არიან: გიორგი შატბერაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი, რეზო თაბუკაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი დამატებითი ინფორმაცია შეაგროვეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

მოსწავლეებმა ერის წინაშე ამ პიროვნებების დამსახურებებზე იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გააზრებულად დააფიქსირეს იმაზე, თუ რატომ იმსახურებს თითოეული მათგანი მემორიალური დაფისა თუ ძეგლის გახსნას.

პროექტის მიმდინარეობისას, მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც თავიანთი ცოდნა და კრეატიულობა გამოავლინეს. 

„მათ შეძლეს სხვადასხვა საგნობრივი და ფუნქციური ცოდნის ინტეგრირებული გამოყენება, რაც უზრუნველყოფს კრიტიკული აზროვნებისა და კვლევითი უნარების განვითარებას. მასწავლებლის მიერ თითოეული მონაწილე შეფასდა განმავითარებელი შეფასებით. მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბარათები, რითაც თავიანთი შრომა და პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს. ეს და მსგავსი პროექტები  ხელს უწყობს მოზარდთა ღირებულებების, ეროვნული თვითშეგნების და პროფესიული უნარების განვითარებას.

წარმატებები მოსწავლეებსა და მასწავლებელ თამარ სვანიძეს მომავალშიც“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203