
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, აქტუალურია ინტეგრირებული გაკვეთილები, რაც მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა.
მათ შორის, 25 ნოემბერს, მე-4 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მუსიკაში, რომლის თემა იყო - „მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში“.
სასწავლო პროცესი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩარტულობით წარიმართა.
გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგები - ნათია ჩაბალოშვილი და ნანა ზაალიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: