
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ღვაწლსა და შრომას მეტად აფასებენ.
ამას პედაგოგების მიმართ სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულება ყოველდღიურად ადასტურებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოსწავლე-მასწავლებლები განსაკუთრებული კრეატიულობითა და შემოქმედებითობით გამოირჩევიან.
სკოლაში საასიამოვნო სიახლეა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მასწავლებლის პროფესიის დაფასების, პოპულარიზაციისა და მისი როლის მნიშვნელობის წარმოჩენისთვის ვიდეო კლიპების კონკურსი - „ჩემი მასწავლებელი“ გამოაცხადა. მასში დაბა ურეკის საჯარო სკოლა საინტერესო კლიპით ჩაერთო და გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო: