თბილისის N31 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება და „მოგზაურობა კოსმოსში“
19-12-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის მესამეკლასელებმა კოსმოსში „იმოგზაურეს“. ბავშვებმა პლანეტების, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების როლი შვიდფერა ყვავილის დახმარებით მოირგეს.

„მათ მოიარეს კოსმოსი და ისაუბრეს ჩვენი გალაქტიკის შესახებ. პლანეტები ინგლისურადაც კი აალაპარაკეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ცოდნასთან ერთად, შემოქმედებითი უნარებიც წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

„პატარების მოგზაურობამ საინტერესოდ და შემოქმედებითად ჩაიარა. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნულ აქტივობას კლასის დამრიგებელი დალი ხმალაძე  და ინგლისური ენის პედაგოგი სოფიო მეტრეველი ხელმძღვანელობდნენ.

მსგავსი ორიგინალური ღონისძიებები და გაკვეთილები ბავშვებს განწყობას, მოტიცავიას კიდევ უფრო ამაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203