
თბილისის N215 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ ემპატიას, კაცთმოყვარეობას, სიკეთის კეთებას ასწავლიან.
სკოლამ, ბარბარობას ერთი თბილი და ლამაზი დღე აჩუქა სათნოების სახლის - „ფრენქი ქომუნითის“ ბენეფიციარებს.
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მოსწავლეთა, პედაგოგთა წარმომადგენელთა შემოწირულობით, საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარეს ბავშვებმა მოხუცები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და ისაუბრეს მათთან სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
„ემოციებით დატვირთული დღე დიდხანს დაამახსოვრდება როგორც მოსწავლეებს, ისე ჩვენს ძვირფას მოხუცებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: