ხონის N3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, „იდეების ყუთი“ დაიდგა
19-12-2024

ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, მათი აზრი და სურვილები კი ყოველთვის გათვალისწინრებული და მხარდაჭერილია. 

ახალხან, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლაში დაიდგა „იდეების ყუთი“. 

თუმცა არა მარტო იდეების, შენიშვნების, რეკომენდაციების, მოსაზრებების და ა.შ.

სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე, რომელიც მოსწავლეთა აქტიურო მხარდამჭერია იდეას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ყუთი ბევრი ახალი იდეის წყარო გახდება. 

„პირველად, როცა ეს მოსაზრება მოვისმინე, საგონებელში ჩავვარდი. ნუთუ გულწრფელად, პირისპირ რაიმეს თქმა ერიდებათ, ეშინიათ-თქო. 

სად შემეშალა, ეს ნდობა სად დავკარგეთქო. დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი, რომ ეს გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. 

ადამიანი ინდივიდია და ვის როგორ შეუძლია ისე გამოხატავს თავის გრძნობებს, ემოციებს, დამოკიდებულებებს. 

21-ე საუკუნე კი თავს იმით იწონებს, რომ სამყაროში გამოხატვის თავისუფლებაა.

მჯერა, ეს ყუთი ბევრ იდეას მოგვაწოდებს!

მჯერა, ჩვენი ბავშვების იდეებით სამყარო უკეთესი გახდება!“, -წერს სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203