ბალდის საჯარო სკოლის მე-7 კლასელი ავთანდილ წულაია უშუში საქართველოს ჩემპიონია
19-12-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია და მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჟამად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის ავთანდილ წულაიას სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

მე-7 კლასელი ავთანდილ წულაია საქართველოს ჩემპიონია „უშუში“. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ავთანდილ და წარმატებებს გისურვებთ მწვრთნელთან - დათა წულაიასთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ხაზგასასმელია რომ, ბალდის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203