„მეწარმეობის განვითარება ძლიერი სოფლის საწინდარია“ - ბეჭდურ მედიაში სამთაწყაროს საჯარო სკოლის მორიგი საინტერესო პროექტი გაშუქდა
19-12-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას. სწორედ ამიტომ, სკოლაში არაერთი საინტერესო,  მრავალფეროვანი პროექტი და აქტივობა იმართება.

მათ შორისაა პროექტი „მეწარმეობის განვითარება ძლიერი სოფლის საწინდარია“.

აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი გაზეთმა - „შირაქი“ გააშუქა. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გაზეთ „შირაქის“ რედაქტორს - ილია მარტყოფლიშვილს სკოლის პროექტით დაინტერესებისა და გაზეთში პირველ გვერდზე დაბეჭდისთვის.

„ეს ჩვენთვის მართლაც რომ დიდი მოტივაციაა, რათა კიდევ განვახორციელოთ უფრო უკეთესი პროექტები და ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეთა არაფორმალური განათლების განვითარებაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში, ასევე მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორებს: ნანა გახოკიძეს და ელენე გრიგორიადის.

„რომ არ მათი ეს პროექტები გაზეთის გვერდს ვერ დაიკავებდა სტატია სახელწოდებით, „განათლება, მეწარმეობა, შრომა=უკეთესს მომავალს“, - ამბობენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება გაზეთის დირექციას წარმატებებს უსურვებს.

​იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203