„გალაკტიონვორდი“ -  საბუეს საჯარო სკოლაში შემეცნებითი ვიქტორინა-კონკურსი გაიმართა
18-12-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი კურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

18 ნოემბერს, საბუის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა-კონკურსი „გალაკტიონვორდი“, რომელიც მიეძღვნა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 133-ე წლისთავს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო დიდი გალაკტიონის შემოქმედების გაცნობა, ცოდნის გაღრმავება და განვითრება. კონკურსის ბოლოს მონაწილეებს და გამარჯვებულ გუნდს - „მე და ღამე“ სიგელები გადაეცათ.

ვიქტორინა-კონკურსის ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი ნათელა ქებაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203